რუსეთი

სტალინი სასკოლო რვეულების გარეკანზე

”როგორც ჩანს რუსეთი ჯერ კიდე არ არის მზად გათავისუფლდეს სტალინის აჩრდილისგან, მოსახლეობის ნაწილი იქ  უწინდებურად პატივს სცემს მის ხსოვნას, ლოცულობს მასზე,  რისი დადასტურებაცაა საბჭოური სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება.” - წერს იტალიური გამოცემა ”Corriere Della Sera” და ეხება სკანდალს, რომელიც რუსეთის ბაზარზე სასკოლო რვეულების გამოტანამ შექმნა - გარეკანზე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის, ფოტოთი. ”მართალია ბოლო ფურცელზე მითითებულია, რომ სტალინური წმენდისას უამრავი ადამიანი დახვრიტეს, იქვე ხაზგასმულია, რომ სტალინის დროს დაიბადა და განვითარდა უდიდესი საბჭოთა მრეწველობა, ხოლო ქვეყნის არმია გახდა ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში. ”- აღნიშნავს გამოცემა.

სასკოლო რვეულები სტალინის პორტრეტით განხილვის თემა გახდა რუსეთშიც. ეს ფაქტი გააპროტესტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთმაც უნდა აღიაროს უმძიმესი წარსული, ისე როგორც ეს გააკეთა გერმანიამ.

”ეს იგივეა, რომ გაიყიდოს სასკოლო რვეულები ჰიტლერის პორტრეტით,”- აღნიშნა გამომცემლობა ”ლიტერატურა” -ს დირექტორმა სერგეი ვოლკოვმა, საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელმა ნიკოლაი სვანიძემ კი თქვა: ”ეს არის სკანდალი, რვეულის ბოლო გვერდის მიუხედავად. ეს არის ანტიპედაგოგიურია და ქმნის რისკს, სტალინი კვლავ იქცეს გმირად მოსწავლეებისთვის.”

 

კომენტარები