რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად. პოლიციამ ალყა შემოარტყა უნივერსიტეტს. ბოლო ცნობებით, ბოროტმოქმედი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული. ამერიკული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობიდან როგორ გამოყავთ დაჭრილები.
უნივერსიტეტი , რომლის ტერიტორიაზეც სროლა მოხდა - კერძო რელიგიური დაწესებულებაა.იქ ლექციები ტარდება ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა თეოლოგია, მუსიკა, სპეციალურ მომზადებას გადიან მედდებიც.
„დაღუპულები არიან, მათი რაოდენობა ზუსტდდება, ამას გარდა არიან დაჭრილები,“-განაცხადა ოკლენდის პოლიციის წარმომადგენელმა.





