დაბა ბაკურიანში დასრულდა ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო სამთო სწავლება.სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორის ქვეყნების: ეტონეთის, ლატვიის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს.
საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე დგომა, გადაადგილება და სრიალი შეასწავლეს. სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. კურსის ფრაგლებში მათ ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა განახორციელეს.
კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსი უილიამ ლაჰიუ და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.





