პორტუგალიაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა მთავრობის მკაცრი ეკონომიკური ზომები, აგრეთვე შრომის კანონმდებლობის რეფორმა. პორტუგალიელ მშრომელთა გენერალური კონფედერაციის ლიდერმა არმენიო კარლოსმა განაცხადა, რომ დემონსტრაციებმა და გაფიცვამ ქვეყნის 35 ქალაქი მოიცვა. ის ყველაზე გავლენიან პროფესიულ კავშირს წარმოადგენს, საყოველთაო გაფიცვის ორგანიზებაც პორტუგალიელ მშრომელთა კონფედერაციამ ითავა. მკაცრ ეკონომიკურ ზომებს პორტუგალიის მთავრობამ საერთაშორისო დახმარების მიღებისთვის მიმართა.
გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო გმოსვლებისას პორტუგალიის ზოგიერთ ქალაქში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის, მათ შორის ლისაბონში.




