ტულუზაში მიმდინარე სპეცოპერაციას შეეწირა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოჰამედ მერა, სამი პოლიციელი კი დაჭრილია. შენობა , სადაც ეჭვმიტანილი იყო გამაგრებული, 2 დღის მანძილზე იყო ალყაში. ამ ხნის მანძილზე, პოლიციამ ვერ შეძლო მერას დარწმუნება - ჩაბარებოდა სამართალდამცველებს. შენობის შტურმის დაწყებამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე დილით სამი აფეთქება მოხდა. მოჰამედ მერა ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე იყო , მას ნათქვამი ჰქონდა, რომ პალესტინელი ბავშვების გამო იძია შური.
ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანი შეეწირა, ნიკოლა სარკოზი მომხდარს ”ეროვნული ტრაგედია” უწოდა და თქვა, რომ სამართალდამცველები ძალისხმევას არ დაიშურებდნენ დამნაშავის დასაკავებლად.




