ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას სირიის საკითხზე. განცხადება ეთანხმება გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო წინადადებებს, მასში ლაპარაკია ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო ახალ სანქციებზე, იმ შემთხვევაში თუ ასადი არ შეასრულებს გეგმას, რომლის ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას და ქვეყანაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას. გაეროს მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე სირიაში ძალადობას 8 ათასამდე, ძირთადად, მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ სირიის საკთხზე განცხადების მიღება იქცევა ”შემობრუნების წერტილად სირიის კრიზისზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით.”
მანამდე, კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა გაერღვია სირიიის კრიზისის ირგვლივ შექმნილი ჩიხი და ერთიანი ძალებით დაეჭირა მხარი ამ ქვეყანაში ძალადობის დასრულებისკენ მიმართულ მის მცდელობას.




