პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სააკაშვილი გერმანიაში მარშალის ფონდის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ფორუმი სახელწოდებით „საქართველოს მომავლის კვალდაკვალ“, წელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს. მსჯელობის საგანია კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ფორუმი არაფორმალურ ხასიათს ატარებს და ის უკვე მეოთხედ იმართება.

 

კომენტარები