თავდაცვის სამინისტრო

Agile Spirit 2012- ღია კარის დღე

ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე სწავლების “Agile Spirit 2012” ღია კარის დღე გაიმართა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ჩარლზ ჩიაროტი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Agile Spirit” ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო და 24 მარტამდე გასტანს. მისი მიზანია ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და აშშ-ს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობას.

 

 

კომენტარები