საფრანგეთი

პარიზის სინაგოგებში მუქარის წერილები მიიღეს

პარიზის, ზედიზედ ორ სინაგოგაში მიიღეს მუქარის შემცველი წერილები. გავრცელებული ცნობებით, სინაგოგებში ერთნაირი შინაარსის წერილები ორშაბათს, დილით მიიღეს. საფრანგეთის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტებზე დაიწყო გამოძიება.

გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის დაღუპვა. საფრანგეთის პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

 

კომენტარები