უკრაინა

იანუკოვიჩი ვერ ხედავს ევრაზიულ კავშირში უკრაინის ჩართვის პერსპექტივას

მოსკოვში ვიზიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას - შესაძლებლად მიაჩნია თუ არა უკრაინის ჩართვა ევრაზიულ ეკონომიკურ თანამშრომლობაში? იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების სწრაფვას ეკონომიკური თანამშრომლობით ინტეგრაციული პროცესისკენ, თუმცა დასძინა, რომ უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი შეკითხვაზე - არის თუ არა უკრაინის ნაციონალურ ინტერესებში ამ პროცესში ჩართვა. არგუმენტად ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიყვანა ის, რომ მისი ქვეყანა ჩამორჩა პროცესებს, რომლებიც ამ მიმართულებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში ბოლო წლებში განვითარდა, დაიკარგა დრო , უკრაინას არ მიუღია მონაწილეობა იმ დოკუმენტების შემუშავებაში, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა.   შედეგად,  დღეს არ  გვაქვს პასუხი შეკითხვაზე -  რამდენად არის უკრაინის ნაციონალურ ინტერესებში კურსის აღება ევრაზიული კავშირისკენ,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან  თქვა, რომ ესმის რას მოუტანს მეზობელ ქვეყნებს ევრაზიული  ეკონომიკური ინტეგრაცია და   მიანიშნა, რომ გაურკვეველია  როგორ აისახება ყოველივე სუვერენიტეტზე, ”რომლის შეზღუდვასაც უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს.”

კომენტარები