სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებებს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 97 მოქალაქე. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანებში იყო დამონტაჟებული, რასაც ორი ძლიერი აფეთქება მოჰყვა, დაზიანდა შენობები.
მომხდარის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება ვერ ხერხდება, ვინაიდან უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობა სირიაში მკაცრად არის შეზღუდული.
მეამბოხეებსა და სირიის ჯარს შორის შეტაკებები გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში. პრეზიდენტი ასადი ამტკიცებს, რომ მისი არმია იმ ბანდფორმირებებს ებრძვის, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ.
პარასკევს, გაეროს და არაბული ქვეყნების ლიგის სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფი ანანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიას ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება მოითხოვა.
სირიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება ორად გაყოფილი რჩება. ერთ მხარეს რუსეთი და ჩინეთია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ვეტოს ადებს, მეორე მხარეს 27 ქვეყნაა, რომელიც სირიის მთავრობის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დაგმობას მოთხოვს.




