რუსეთი

ოპოზიციის მხარდამჭერები აღაშფოთა НТВ-ს ფილმმა -პროტესტის ანატომია

ტელეკომპანია „НТВ“-ს ეთერში გასულმა ფილმმა "პროტესტის ანატომია", რომელიც რუსეთში სამართლიანი არჩევნებისთვის მიტინგებს ეხება, ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერები  აღაშფოთა. მათ სოციალური ქსელში გაავრცელეს ფრაზა - „НТВ“ ცრუობს.“

ფილმი, რომელიც ხუთშაბათ საღამოს გავიდა ტელეკომპანიის ეთერში, მოგვითხრობს, რომ მასობრივი მიტინგები მოსკოვში სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ იმართება და აღნიშნავს, რომ ხალხი ამ  მიტინგებზე ან ფულისათვის ან ტკბილეულისთვის  მიდიოდა, რომელსაც აქციებზე არიგებდნენ უფასოდ.

მიტინგებში მონაწილეებმა ირონიულად უპასუხეს ფილმის შემქმნელების ბრალდებას .  „სად არის მათი ნახსენები ნამცხვრები და რატომ არ წამოსწია წინ გადამღებმა ჯგუფმა მურაბის თემა.“ - დაწერეს მათ თავიანთ ბლოგებზე.

ექსპერტები, რომლებიც „НТВ“-მ გამოკითხა, ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იქცევიან როგორც „ტოტალური სექტა“ და რომ ისინი დაკავებულნი არიან „საკრალური მსხვერპლის“ ძიებით.

„რა ესაქმებოდათ მიტინგზე აშშ-ს საელჩოს ხალხს?“ მიმართავს კადრს მიღმა ხმა მაყურებელს. ეკრანზე კი ამ დროს მამაკაცი ჩანს, რომელიც გერმანულად ამბობს ფრაზას „არ მესმის.“

აღსანიშნავია, რომ „НТВ-ს“ „სპეციალური გამოძიება“ დაგმეს თავად ტელეკომპანიის თანამშრომლებმაც. „აღნიშნული ვიზუალური ხასიათის მასალა არღვევს კორპორატიული ეთიკის წესებს. ეს პროგრამა სამარცხვინოა და მე მრცხვენია იმ არხზე არსებული ვითარებისა, სადაც ვმუშაობ.“ - დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე ტელევიზიის თანამშრომელმა ალექსანდრ ურჟანოვმა.

 

კომენტარები