ავღანეთი

ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა მას შემდეგ, რაც ყანდაარის პროვინციაში ამერიკელი ჯარისკაცის მიერ გახსნილმა ცეცხლმა 16 მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდარი დაგმო, ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს მან უპატიებელი უწოდა, ავღანელი თალიბები კი ამერიკელებს შურისძიებით დაემუქრნენ. როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა დეტალურად გამოიძიონ ავღანეთში 11 მარტს მომხდარი ინციდენტი. ბარაკ ობამამ ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვას ”საშინელება” უწოდა და განაცხადა, რომ დანაშაულის ჩამდენი იწვნევს ”კანონის მთელ ძალას.”

კომენტარები