თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა

თავდაცვის სამინისტრო ცნობით,  სამხედრო-საინჟინრო ბრიგადისთვის 460 ათასი ევროს ღირებულების მესანგრეთა და განაღმვითი აღჭურვილობის შეძენა ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის ფონდის „ომის ფეთქებადი ნარჩენების გაწმენდისა და სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოხდა.

პროექტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მესანგრეთა ასეული ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილებას. გათვალისწინებულია ასეულისთვის სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების შეძენაც.

 

კომენტარები