ავღანეთი

თალიბები ამერიკელებს შურისძიებით ემუქრებიან

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის მოკვლის გამო. ეს კვირას, ყანდაარის პროვინციაში მოხდა. დახოცილთა შორის 9 ბავშვია. ობამამ მომხდარს ”ტრაგიკული და საშინელი” უწოდა. მწუხარება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც კვირას, ცეცხლი გაუხსნა ავღანელ სამოქალაქო პირებს დაპატიმრებულია. "როდესაც ამერიკელი სამხედროები მიზანმიმართულად კლავენ მშვიდობიან ავღანელებს, ამის პატიება წარმოუდგენელია," - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ. თალიბები ამერიკელებს შურისძიებით ემუქრებიან, მუქარის შემცველი განცხადებები ისლამისტების საიტებზე გავრცელდა. ამას გარდა ყანდაარის პროვინციაში კოალიციური ძალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

ორშაბათს, ავღანეთში, გერმანელი სამხედროების მოსანახულებლად დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

კომენტარები