ახალ არბატზე პუტინის საწინააღმდეგო მორიგი მიტინგი გაიმართა. ორგანიზატორთა მონაცემებით, მასში მონაწილეობა 25,000 ადამიანმა მიიღო, რაც 4 მარტის არჩევნებამდე გამართული უკანასკნელი დემონსტრაციის მეოთხედია.
ღონისძიება წამყვანმა ვლადიმირ რიჟკოვმა დახურა. მან ჰკითხა მონაწილეებს, მოვიდოდნენ თუ არა კიდევ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ორგანიზატორებს შორის არ არის თანხმობა მომავალი მიტინგის თარიღის შესახებ. ულტრა-მემარცხენეების ლიდერი სერგეი უდალცოვი აცხადებს 1 მაისს გასამართი ‘მილიონის მარშის’ შესახებ. რიჟკოვმა დაამატა, რომ მიტინგისთვის შესაფერისი თარიღი იქნება 7 მაისი - პუტინის ინაუგურაციის დღე.
"თუ სისტემის შექმნას 15 ან მეტი წელი დასჭირდა, ჩვენ გვჭირდება რამდენიმე - სამი, ოთხი, ხუთი - მის დასაშლელად"- აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგორი იავლინსკი.




