აშშ

Coca-cola და Pepsi პროდუქციის შემადგენლობას ცვლიან

Сoca-Cola და PepsiСo -მ გადაწყვიტეს შეცვალონ საკუთარი პროდუქციის შემადგენლობა და ამით თავიდან აიცილონ სასმელისთვის განკუთვნილ ბოთლებზე, კიბოს გამოწვევის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გაკეთება. მანამდე, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კანცეროგენური ნივთიერებების ნუსხაში შეიტანეს ხელოვნური საღებავი- მეტილიმიდაზოლი, რომელსაც  Сoca-Cola-ს და PepsiСo-ს პროდუქციის დამზადებისთვის იყენებენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგმა დაადასტურა, რომ მეტილიმიდაზოლი კიბოს წარმოქმნას უწობს ხელს. კვლევა ვირთხებზე ჩატარდა და  ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნივთიერება ადამიანისთვისაც საშიშია. მიუხედავად ამისა,  კალიფორნიის უნივერსიტეტმა მიმართა შესაბამის სტრუქტურებს ზომების მიღების მოთხოვნით. კომპანია Coca-cola-ს წარმომადგენელმა  Associated Press-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კომპანია პროდუქციის შემადგენლობას ცვლის არა იმის გამო, რომ ის ადამიანისთვის საშიშია, არამედ იმისთვის, რომ არ გაჩნდეს მოთხოვნა Coca-ს ბოთლებზე მეცნიერულად დაუსაბუთებელი გაფრთხილების წარწერის.

მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ. Commersant.ge-ს ცნობით, მან თაღლითები უწოდა იმ მედია-საშუალებებს, რომლებმაც სასმელის დამზადებისას ხელოვნური საღებავის გამოყენების რისკების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და თქვა, რომ Coca-cola  უზარმაზარ ლაბორატორიებს ფლობს და აქამდე კანცეროგენის აღმოჩენა არ გაუჭირდებოდა.

 

კომენტარები