აზერბაიჯანში აპირებენ ააგონ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა - Azerbaijan Tower. გავრცელებული ცნობებით, პროექტის რეალიზაციას აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია Avesta 2015 წელს დაიწყებს. Avesta-ს პრეზიდენტი განმარტავს, რომ მშენებლობისთვის განსაზღვრულია 2 მილიარდი დოლარი, ხოლო ნაგებობის სიმაღლე 1050 მეტი იქნება.
შენობის არქიტექტურული დიზაინი უკვე მზად არის, ხოლო მისი კონსტრუქციები შემუშავდება დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნიდერლანდების კომპანიებთან ერთად. საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლეკსი Azerbaijan tower, 200 მეტრით მაღალი იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე, რომელიც დუბაიში მდებარეობს.




