მოსკოვი

პუშკინის მოედანზე დაკავებული ნავალნი და უდალცოვი გაათავისუფლეს

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულმა აქციის ორგანიზატორებმა: სერგეი უდალცოვმა და ალექსეი ნავალნიმ დატოვეს პოლიციის განყოფილებები. გავრცელებული ცნობებით, ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, რადგან ბრალი ედებათ მიტინგის ორგანიზებისას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს კი რუსულ მედიაში მოყვანილი განმარტებებით, ითვალისწინებს ჯარიმას - ათასიდან, 2 ათას რუბლამდე.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ პუშკინის მოედანზე 250 აქციის მონაწილე დააკავეს,  თავად მომიტინგეები  500-ამდე დაკავებულის შესახებ იუწყებიან.

4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მოსკოვის გარდა სანკტ-პეტერბურგშიც გააპროტესტს, სადაც გავრცელებული ცნობებით,  300-ამდე პირი დააკავეს. რუსეთში აშშ-ს ელჩმა მაიკლ მაკფოლმა გამოთქვა შეშფოთება მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების აქტივისტების დაკავების ფაქტების გამო.

 

 

 

კომენტარები