მოსკოვში დააკავეს პანკ ჯგუფ “ Pussy Riot“-ის წევრები, რომლებმაც ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში აღავლინეს „პანკ-ლოცვა“ –„ ყოვლადწმინდაო ღვითსმშობელო, გააგდე პუტინი.“ მოსკოვის პოლიციაში დაადასტურეს, რომ დაკავებულია ჯგუფის 4 წევრი ხულიგნობისთვის, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენისთვის.
მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მომხდარის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოითხოვა პანკ-ჯგუფის წევრების დასჯა და არა მარტო მათი. გამოითქვა მოსაზრება, რომ დასასჯელია ის საინფორმაციო საშუალებებიც , რომლებმაც გააშუქეს „პანკ-ლოცვა.“
Pussy Riot-ის წევრები პირველად არ დაუკავებიათ. ამ წლის დასაწყიში ნიღბიანმა გოგონებმა კრემლთან მოასწრეს სპონტანური კონცერტის გამართვა და პუტინისთვის "პანკ-ჰიმნის" მიძღვნა, მანამადე სანამ პოლიცია დროებით დააკავებდა. მაშინ, პანკ ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს. პუტინისთვის კრემლთან მიძღვნილი სიმღერა კი იყო იმის შესახებ, თუ როგორ ეშინია რუსეთის პრემიერ-მინისტრს საპროტესტო გამოსვლების.




