რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე გადაცემის ჩაწერისას, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას მეძავი უწოდა. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გადაცემის ეთერში გასვლამდე გავრცელდა.
” თქვენ არტისტები, ფულის გამო ყველა პოლიტიკოსთან წვებით, როგორც უკანასკნელი მეძავები,”- ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა პუგაჩოვას. პუგაჩოვამ კი ჟირინოვსკის ქვეყნის სირცხვილი , კლოუნი და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი უწოდა.
ჟირინოვსკიმ ცნობილ რუს მომღერალს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიტიკური დებატების ჩაწერისას მიაყენა, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი მიხაილ პროხოროვიც მონაწილეობდა. შეგახსენებთ პუგაჩოვა პროხოროვის მხარდამჭერია.




