საგარეო საქმეთა სამინისტრო

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მან განმარტა, რომ ჯვრის მონასტრის საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მოლაპარაკებებში კი ჩართულები არიან როგორ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო, ისე ისრაელში საქართველოს საელჩო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ორივე მხარეს უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება არა მხოლოდ საგარეო უწყების წარმომადგენლებით, არამედ დარგობრივი სპეციალისტებითა და მეცნიერებით.

"ეს საკითხი ძალიან ღირებულია, როგორც ისრაელის, ასევე - საბერძნეთისთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებებში სირთულეებს, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საჭიროა მოლაპარაკებების ინტენსიფიკაცია და თუ სირთულეები იქნება, დარწმუნებული ვარ, წარმატებით ვითანამშრომლებთ. ამ ეტაპზე ძნელია საუბარი შესაძლო სირთულეებზე. ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის მოიცავს გარკვეულ სირთულეებს", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალური ჯგუფი მუშაობს საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე.

 

კომენტარები