საგარეო საქმეთა სამინისტრო

გირჩი TV: ილია დარჩიაშვილის ცოლისძმა აშშ-ს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

მთავრობის ადმინისტრაცია

გირჩი TV-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, ცოლისძმა, ირაკლი ვაშაკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ტელევიზიის ცნობით, ვაშაკიძე მიზეზად "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას" ასახელებს.

"ინფორმაცია გვაქვს ამერიკიდან. წყაროს, ცხადია, ვერ დავასახელებთ, თუმცა შინაარსი არის, რომ ილია დარჩიაშვილის ცოლისძმა იმყოფება ამერიკაში და ამ ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. მიზეზად ასახელებს, თითქოს მას ქართული ხელისუფლება დევნის, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა ქართული ოცნების ფარისევლობის, როდესაც ისინი ლანძღავენ დასავლეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის იქ სხვა რეალობაა" - ამბობს GIRCHI TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საბა ყაველაშვილი TV პირველთან.

ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თავად მინისტრი ვილნიუსში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი იმართება.

კომენტარები