რუსული ოკუპაცია - 1921 - 1924 წლები

საქართველოში ოკუპაციის კვირეული აღინიშნება

23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიეგო პატივი. ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები დაესწრნენ. გმირების მემორიალთან შეკრებილების წინაშე კადეტმა ზურაბ ბაქრაძემ  თქვა: ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ 1921 წლის თებერვლის დღეებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის არის დიდი ბიძგი, რათა მომავალში გავაგრძელოთ ის საქმე, რაც მათ ვერ დაასრულეს, ვემსახუროთ საქართველოს.”

 საქართველოში ოკუპაციის კვირეული აღინიშნება. თბილისში, ასათიანის ქუჩაზე გაიხსნა საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრის, კოტე აფხაზის მემორიალური დაფა.  

 

კომენტარები