პარლამენტი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კანონში ცვლილებები იგეგმება

ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ან გამსაღებლისათვის, ასევე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის, სამედიცინო და პედაგოგიური საქმიანობის უფლებების აღდგენას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ განიხილეს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მიიღოს მისთვის უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება. კანონპროექტის განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად ნარკოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, კანონპროექტი პრინციპის დონეზე მისაღებია, თუმცა კომისიის საკითხი უფრო დეტალურადაა განსახილველი, რაც მეორე მოსმენისთვის დაიგეგმა.

 

კომენტარები