რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის აზრით, რუსული ენა არის ადამიანების გაერთიანების უმნიშვნელოვანესი იარაღი პოსტსაბჭოთა სივრცეში და ის დაცვას საჭიროებს. ნარიშკინმა რუსული ენის დაცვის საკითხი ლატვიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას დასვა. რეფერენდუმზე კი ლატვიის მოსახლეობის უმრავლესობა რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა.
” როცა ვლაპარაკობთ ევრაზიულ ინტეგრაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ენა არის ძლიერი საშუალება ეროვნებათშორის ურთიერთობებისთვის მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ამიტომ, აღნიშნულ სივრცეში რუსული ენის სტატუსის შესახებ დისკუსია კანონზომიერია,”- განაცხადა დუმის სპიკერმა და დასძინა, რომა უცილებელია რუსული ენის დაცვისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება.




