გერმანია

მერკელმა პრეზიდენტად პასტორი და დისიდენტი წარადგინა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი აქტივისტი აღმოსავლეთ გერმანიიდან, იოაჰიმ გაუკი წარადგინა.

 72 წლის იოაჰიმ გაუკი პროტესტანტი პასტორია.ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამშვიდობო პროტესტის მოძრაობაში, რომელიც ბერლინის კედლის დაცემით დასრულდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გაუკი უძღვებოდა სახელმწიფო არქივების გახსნას აღმოსავლეთ გერმანიის უსაფრთხოების სამინისტროს (შტაზი) შესახებ, რამაც საიდუმლო პოლიციეს დანაშაულების მხილებლის სტატუსი მოუტანა.

 წინა პრეზიდენტის, კრისტიან ვულფის, გადადგომას მიმოხილველები მერკელის მარცხად მიიჩნევენ, რადგან 2010-ში მერკელი აქტიურად უჭერდა მხარს ვულფის კანდიდატურას გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების უმეტესობა და წამყვანი ოპოზიციური პარტიები გაუკის კანდიდატურისკენ იხრებოდნენ.

კრისტიან ვულფი რამდენიმე სკანდალში გაეხვა, გადადგომის შესახებ განცხადება მან 17 თებერვალს გააკეთა.

 

კომენტარები