რუსეთი

რუსეთის გენშტაბი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე

რუსეთი უფლებას იტოვებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მის მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის   გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა.

„ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ ომს ნატოს წინააღმდეგ, ასეთი მიზანი და ამოცანა რა გვაქვს, მაგრამ გარკვევით გვიწერია დოქტრინაში, რა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას  გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი, ეს ის შემთხვევაა,  თუკი რუსეთის მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.“ - აღნიშნა მაკაროვმა „ეხო მოსკვისთან“ საუბრისას. მან  თქვა ისიც, რომ რუსეთს ესაზღვრება „არასტაბილური“ მეზობლები და კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება საჭირო არ იქნება, „ საჭირო იქნება მხოლოდ მომზადებული, ძლიერი, მობილური სამხედრო ძალები.“

მაკაროვმა ხაზი გაუსვა, რომ  ბირთვული ძალები სტრატეგიული სტაბილურობის საფუძველია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა რუსეთის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებისთვის.

კომენტარები