გაერო

გაეროს გენერალური ასამბლეა ასადის ძალადობრივ ქმედებებს დაგმობს

 გაეროს გენერალური ასამბლეა  საკუთარი  რეზოლუციით დაგმობს სირიაში , პრეზიდენტ ბაშარ ალ - ასადის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს . ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩინეთმა და რუსეთმა გამოიყენეს ვეტოს უფლება, გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე რეზოლუციის კენჭისყრისას.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას სავალდებულო ძალა არ ექნება, თუმცა აღნიშნავენ , რომ ის ასადის რეჟიმის დაგმობის ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს სირიას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, ასევე დაგმობს ბაშარ ალ - ასადისა და ოპოზიციის ძალადობრივ ქმედებებს.

ბოლო თვეებში ასადი უარყოფდა ბრალდებების იმის შესახებ, რომ მისი სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდნენ. უკანასკნელი 11 თვის მანძილზე სირიაში დაპირისპირებამ ათასობით ადამიანი შეიწირა. 

 

კომენტარები