მარტიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილიც გამომცდელების გარეშე, კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა რუსთავში სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე.
გამოცის მიმდინარეობის გასაკონტროლებლად საგამოცდო მოედანზე სპეციალური სენსორები დამონტაჟდება. გამოცდის პროცესი ჩაიწერება და მსურველი მის ნახვას მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე შეძლებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მეორე ქვეყანაა სამხრეთ კორეის შემდეგ, სადაც გამოცდა ამ სახით ჩაბარდება.




