საფრანგეთი

სარკოზიმ დაადასტურა, რომ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და იბრძოლებს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის მეორე ხუთწლიანი ვადით დასაკავებლად.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ამჯერად, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი დაბალია სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდის რეიტინგზე. თუმცა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინიტრი ალენ ჟუპე დარწმუნებულია, რომ სარკოზის აქვს შანსი რეიტინგის პრობლემა დაძლიოს.

”ჩვენ გვქონია ამის მაგალითები, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ კამპანიას,”- აღნიშნა ჟუპემ, რომლის აზრითაც წინასაარჩევნო დებატები თვალსაჩინოს გახდის სარკოზის სოციალისტი მეტოქის პროექტის სუსტ მხარეებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 22 აპრილს უნდა გაიმართოს.

კომენტარები