სომხეთი

სომხეთის ქალაქში მგლები შენიშნეს

სომხეთის ქალაქ სისიანის მოსახლეობა დაბინდების შემდეგ სახლიდან  გასვლას ერიდება. BBC  სომხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთის ამ ქალაქის მოსახლეობა მგლებს უფრთხის, რადგან ცივ და თოვლიან ზამთარში მგლებს ბუნებრივ გარემოში გამოკვება გაუჭირდათ და ქალაქს მიაშურეს. მგლების მსხვერლი გახდნენ ეზოს ძაღლები, ადამიანზე თავდასხმის შესახებ ცნობა არ არის.

ქალაქი სისიანი სიუნიქის პროვინციაში, ერევნიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

 

კომენტარები