სირიის კრიზისი

რუსეთში სირიის ელჩი ასადის გადადგომას გამორიცხავს

 რუსეთში სირიის ელჩმა განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადი პრეზიდენტობიდან  არ გადადგება. ” მე ამას გამოვრიცხავ,”- თქვა მოსკოვში ელჩმა და დასძინა, რომ ”მცირეა იმ უკმაყოფილო სირიელების რიცხვი, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.” სირიის ელჩმა აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს ”სისტემურ ოპოზიციასთან” და არა ” ტერორისტულ დაჯგუფებებთან და მკვლელებთან.” მისი სიტყვებით: ” ”სირიის მეგობრათა ჯგუფი” ფინანსურ დახმარებას უწევს ტერორისტულ ჯგუფებს. ესაა სისხლიანი მსოფლიო ომი სირიის წინააღმდეგ -დიპლომატიური, ეკონომიკური, საინფორმაციო, სამხედრო.”

ბოლო ხანს,  სირიის სამთავრობო ძალებმა განაახლეს იერიში ამბოხებულთა დასახლებულ პუნქტებზე.  სირიაში 11 თვიანმა დაპირისპირებამ 5000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

გაეროს უშიშროების საბჭოში,  სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრისას ვეტოს გამოყენებისთვის, დასავლეთმა რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკა. გაეროში აშშ-ს ელჩმა ისინი ” ტირანის მფარველობაში” დაადანაშაულა.

 

კომენტარები