”ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიკტოვი პროკურატურაში დაიბარეს, ამის შესახებ ვენედიკტოვმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მან იქვე აღნიშნა, რომ სთხოვენ ახსნა-განმარტებას ტამბოვის ოლქის მოქალაქის საჩივარზე, რომ რადიოსადგურის წესდება შრომის კოდექსს არ შეესაბამება. ვენედიკტოვმა განაცხადა, რომ პროკურატურაში ”ეხო მოსკვის” იურისტი მივა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია დეტალურად მიეწოდება.
”ეხო მოსკვის” აქციათა 66 პროცენტის მფლობელმა ”გაზპრომ-მედიამ” გუშინ, რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოში ცვლილებების საკითხი დასვა. ვენედიკტოვმა აღნიშნა, რომ დირექტორთა საბჭოს დატოვება მასაც უწევს. ”ეხო მოსკვის” ჟურნალისტებმა კი გუშინ გავრცელებულ კომუნიკეში აღნიშნეს: ” გვესმის, რომ ”გაზპრომ-მედიას” არ შეეძლო არ მოეხდინა რეაგირება ”ეხო მოსკვის”მიმართ ხელისუფლების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე.”




