მოსკოვი

ეხო მოსკვის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

”გაზოპრომ-მედიამ”, რომელიც არის რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” აქციების 66 პროცენტის მფლობელი, რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს ვადაზე ადრე დათხოვნის საკითხი დასვა.  გავრცელებული ცნობებით, ”გაზპომ-მედიამ”  მოითხოვა ”ეხო მოსკვის” დამოუკიდებელი დირექტორების შეცვლაც.

”ეხო მოსკვის” მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიკტოვმა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭოში საკუთარ პოზიციას დაკარგავს თავადაც, ისვე როგორც მთავარი რედაქტორის მოადგილე ვლადიმირ ვარფოლომეევი. ვენედიკტოვმა ხაზი გაუსვა, რომ ”ეხო მოსკვის” სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არის მთავარი რედაქტორი და არა დირექტორთა საბჭო. გავრცელებული ცნობით, ”გაზპრომ-მედიას” მთავარი რედაქტორის საკითხი არ დაუსვამს და ვენედიკტოვი დაკავებულ პოზიციაზე კიდევ 2 წელს დარჩება.

” ჩვენ გვემის, რომ ”გაზპრომ-მედიას” არ შეეძლო არ მოეხდინა რეაგირება ”ეხო მოსკვის” მისამართით რუსეთის ხელისუფლების კრიტიკაზე. გამოვხატავთ მწუხარებას იმის გამო, რომ დირექტორთა საბჭოს დატოვება უწვეს 2 დამოუკიდებელ დირექტორს: ალექსანდრ მაკოვსკის და ევგენი იასინს. მიგვაჩნია, რომ მათი გაშვება უსამართლოა და ვაპირებთ გამოვიდეთ ინიციატივით შეიქმნას საზოგადოებრივ მეთვალყურეთა საბჭო ამ ადამიანების ხელმძღვანელობით.”- ნათქვამია ”ეხო მოსკვის” მიერ გავრცელებულ კომუნიკეში. მასში ხაზგასმულია ისიც , რომ რადიოსადგურის ჟურნალისტ- აქციონრებისთვის  გადაწყვეტილება გაუგებარია, მით უფრო რომ აქციონერთა კრებას დირექტორთა საბჭოს  საკითხი ივნისში უნდა განეხილა.

პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ ”ეხო მოსკვის” დირექტორთა საბჭოში გადაადგილებები არ შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას.

 

კომენტარები