ირანი

აჰმადინეჯადი ბირთვულ სფეროში წარმატებების შესახებ

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავზე თქვა, რომ ირანი მალე გამოაცხადებს ბირთვული პროგრამის სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ.

„უახლოეს დღეებში მსოფლიო გახდება მოწმე ირანის განცხადებისა, ბირთვულ სფეროში მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებების თაობაზე,“- აღნიშნა აჰმადინეჯადმა.

როგორც ცნობილია, დასავლეთი ეჭვობს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თუმცა თავად ირანი ამტკიცებს, რომ პროგრამის განვითარება სამოქალაქო მიზნებისთვისაა.

 

კომენტარები