ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთში დაკავებული ქართველი მღვდელმონაზონი გათავისუფლებულია

 ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე), რომელიც აფხაზეთში ჰყავდათ დაკავებული გათავისუფლებულია  .

"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. მამა იონა დახსნილია ტყვეობიდან და გადმოყვანილია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა და მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც მღვდელმონაზონის გათავისუფლების საქმეში იყო ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში დაკავებული ქართველიო  მღვდელმონაზონის გამოსასყიდად, გამტაცებულები 100 ათას დოლარს ითხოვდნენ, თუმცა ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაუმართავს. მღვდელმონაზონის  გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრიც. "25-დღიანი ტყვეობის შემდეგ სასულიერო პირი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და იმედს გამოვთქვამ,  მსგავსი ტიპის დანაშაულებები საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლები მოხდება, ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მარტო ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მთელი საქართველოს ტერიტორია იყოს უსაფრთხო საქართველოს მოქალაქეებისთვის და სტუმრებისთვის."- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

მღვდელმონაზონი აფხაზეთიდან ზუგდიდში გუშინ გადმოიყვანეს. ის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით სამი კვირის გადავიდა და გაუჩინარდა. 

 

კომენტარები