ფრაქციის ,,ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის’’ წარმომადგენელი კრისტინა ოულენდი, ევროპარლამენტს რუსეთის სათათბირო ორგანოსთან ურთიერთობის ფორმალური შეჩერებისკენ მოუწოდებს. ოულენდის აზრით , ურთიერთობები უნდა შეჩერდეს მანამდე, სანამ რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ფრაქცია ”ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისისათვის” წევრთა რაოდენობით მესამეა ევროპარლამენტში.
,,4 დეკემბერს ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით გაყალბებული იყო. გასული წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ხელახალი არჩევნების გამართვისკენ და ევროპის საბჭოსა და ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულებისკენ მოუწოდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან ამ რეზოლუციას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვენ ვალდებული ვართ გადავდგათ თამამი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში და ზეწოლის საშუალებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს.’’ - განაცხადა კრისტინა ოულენდმა.




