რუსეთი

რუსეთში, სკოლებს პუტინის ბავშვობაზე დაწერილი წიგნი შეაძენინეს

რუსეთის სკოლებში მიიღეს დავალება, შეიძინონ წიგნი ვლადიმერ პუტინის ბავშვობის შესახებ, რომელიც მისმა დამრიგებელმა, ვერა გურევიჩმა დაწერა - სახელწოდებით - „ვლადიმერ პუტინი, მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები“.

 კომერსანტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლოგოევსკის რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელებმა 2011 წლის დეკემბერში სკოლებში გაგზავნეს დოკუმენტი, რომელშიც ეწერა: „განათლების განყოფილება გთხოვთ გააფორმოთ განცხადება ვ.დ გურევიჩის (ვ.ვ პუტინის მასწავლებელი) წიგნის „ვლადიმერ პუტინი, მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები“ შესყიდვის შესახებ, სკოლის ბიბლიოთეკის შესავსებად.“ იქვე მითითებულია წიგნის ფასი - 88 რუბლი. „განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდული ლიტერატურის რაოდენობის შესახებ“ აზუსტებს წერილი.

 

კომენტარები