პუტინმა ტრადიციული რელგიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთში არ უნდა დაუშვან იმის განმეორება, რაც არაბულ ქვეყნებში მოხდა და ხდება.
„ მსოფლიოში წინა პლანზე წამოიწია ძალადობის კულტმა და ეს არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საკითხზე თქვენც რომ ამახვილებთ ყურადღებას. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში მსგავსი არ დავუშვათ.“ - ეს სიტყვები პუტინმა შეხვედრაზე მაშინ წარმოთქვა, როცა საუბარი შეეხო ლიბიაში და სირიაში განვითარებულ მოვლენებს. სირიასთან მიმართებით მან აღნიშნა, რომ რუსეთი გმობს ამ ქვეყანაში ძალადობას, თუმცა ამავდროულად წინააღმდეგია სირიის კრიზისში გარეშე ძალების ჩარევის.
„ადამიანებს უნდა მისცე საშუალება თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი,“- აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.




