რუსეთი

პუტინი: მძლავრად უნდა ისმოდეს საეკლესიო ავტორიტეტების ხმა

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მის სამშობლოში საეკლესიო ავტორიტეტების ხმა მთელი სიმძლავრით უნდა ისმოდეს, მათ შორის, ფედერალურ ტელე-არხებზე.

 ”სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, საინფორმაციო სივრცეში ადეკვატურად აისახებოდეს მართლმადიდებლობისა და სხვა ტრადიციული აღმსარებლობების მიმდევრების ინტერესები.”- აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მანვე იქვე, განმარტა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს შეიარაღებულ ძალების ცხოვრებაში ეკლესიის როლის გაძლიერებას.

 ” ეკლესია ყოველთვის იყო ხალხთან, მათ შორის ყველაზე მძიმე მომენტებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს, იმ რეპრესიების და დევნის შემდეგ, მიტროპოლიტმა სერგიმ სტალინზე ადრე მოუწოდა ხალხს მამულის დასაცავად.”- თქვა პუტინმა და დასძინა, რომ სამხედრო სულიერებაზე ზრუნვას ეკლესიასთან ერთად დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდნონ თავდაცვისა და განათლების სამინისტროები .

 ”მუშაობა სკოლებიდან უნდა დაიწყოს, იქ საჭირონი არიან კარგად მომზადებული სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა თეოლოგები.”- აღნიშნა პუტინმა.

 

კომენტარები