სასამართლო

სასამართლოს მომხმარებელთა მორიგი კვლევა რეგიონებში

12-27 იანვარს. ხელვაჩაურისა და ოზურგეთის სასამართლოებში სასამართლო პროცესზე მოსამართლის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების შეფასებაზე კვლევა ჩატარდა. მოქალაქეები სხდომის იმ ეტაპს დაესწრნენ, როცა მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს. სულ გამოიკითხა 315 მოქალაქე. მათ შეაფასეს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების განმარტების ხარისხი, დრო, რომელიც მოსამართლემ დაუთმო განმარტებას, სხდომათა დარბაზში მოსამართლის ქცევისა და პროცესის წარმართვის ტექნიკა.

გამოკითხულთა 80% სასამართლოს მუშაობით კმაყოფილია, 12% ნაწილობრივ არის კმაყოფილი, ხოლო 8% - უკმაყოფილოა. 98 % მიიჩნევს, რომ მოსამართლე პროცესზე თავაზიანი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წელს სასამართლო ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ზრდა იქნება.

 

კომენტარები