რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე არ ისურვა განემარტა სირიაში საკუთარი ვიზიტის მიზნები. დამასკოში კი ის სამშაბათს , რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან მიხაილ ფრადკოვთან ერთად მიემგზავრება. ლავროვმა თქვა, რომ მიზნებზე ბაშარ ალ-ასადს დაელაპარაკება.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლავროვი და ფრადკოვი სირიას რუსეთის პრეზიდენტის დავალებით ეწვევიან. სამინისტროს ცნობით, სირიის ხელისუფლებასთან, მათ შორის ასადთან შეხვედრაზე, სირიაში სტაბილურობის მიღწევასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს სირიასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაეროში აშშ-ს ელჩმა რუსეთი ” მშიშარა ტირანის” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.





