ოკუპირებული ტერიტორიები

დასტურდება ქართველი მღვდელმონაზონის დაკავების ფაქტი აფხაზეთში

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს აფხაზეთის  ტერიტორიაზე მღვდელმონაზონ იონას დაკავების ფაქტს. თუმცა, მინისტრის მოადგილის,  დავით ჯალაღანიას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არც საქართველოს მხარე ფლობს და არც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ ბერმონაზონ იონას დაკავების საკითხს საქართველოს მხარე მთელი სიმკაცრით დააყენებს 31 იანვარს , გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე.

"სამწუხაროდ ჩვენ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს, თუმცა ეს ვანდალური აქტია და კრიმინალური გამოვლინებაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განუკითხაობა და უკანონობა ყოველდღიური ფაქტია." - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მღვდელმონაზონი იოანა ( მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტოებმა  , მღვდელმონაზონის ნათესავებზე  დაყრდნობით   გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  მათ მღვდელმონაზონის გამტაცებლებმა  გამოსასყიდად  100 000 დოლარი მოითხოვეს.  გატაცებულის ახლობლები აცხადებენ , რომ მღვდელმონაზონი იონა  აფხაზეთში,  ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მოსანახულებლად  გადავიდა. 

 

კომენტარები