საქპატენტი

საქპატენტმა ღვინის ბრენდებზე დავა მოიგო

საქპატენტის ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის ინფორმაციით, გერმანიის საპატენტო და სასაქონლო უწყებამ რეგისტრაცია გაუუქმა წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე რუსული კომპანია moscow wine and spirts company GMBH -ის, რომლის სახელზეც დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინოები - წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა.

საქპატენტმა საჩივრით მიმართა გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას და მოითხოვა ხსენებული რეგისტრაციის გაუქმება. საჩივარში განმარტებული იყო რომ წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა არის ქართული ღვინის ადგილწარმოშობის რეგისტრირებული დასახელებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა და დაუშვებელია მათი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია რომელიმე უცხოური კომპანიის მიერ.

ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტების გათვალისწინებით, საბოლოოდ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს moscow wine and spirts company GMBH -ის სახელზე დასახელებების - "წინანდალი", "ქინძმარაული", "ხვანჭკარა" რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ასახულია გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების ოფიციალურ რეესტრში.

 

კომენტარები