საქპატენტი

საქპატენტის თავმჯდომარედ წულუკიანის ყოფილი მოადგილე, სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე, სოსო გიორგაძე დაინიშნა. საქპატენტის ახალ თავმჯდომარეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ "მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს".

სოსო გიორგაძე 2022 წლის ივლისამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 

კომენტარები