რუსეთი

რუსეთმა სირიისთვის იარაღის მიყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ის სირიას საბრძოლო თვითმფრინავებს მიყიდის. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 550 მილიონიანი გარიგება 36 Yak-130 ტიპის თვითმფრინავის მიწოდებასაც ითვალისწინებს. სახელმწიფო იარაღით მოვაჭრე Rosoboronexport – ის წარმომადგენლები ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთი მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა ასადზე ზეწოლის მოსახდენად გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას ეწინააღმდეგება. გაეროს მონაცემებით საპროტესტო აქციების დარბევამ ათი თვის განმავლობაში 5.400 ადამიანი იმსხვერპლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლახან განაცხადა, რომ მოსკოვი საჭიროდ არ მიიჩნევს ახსნა – განმარტება გააკეთოს გავრცელებულ ეჭვებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის გემმა ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, სირიაში საბრძოლო მასალა ჩაიტანა.

 

კომენტარები