კვირაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ხორვატიაში ამომრჩეველთა 67 პროცენტმა დაუჭირა მხარი ევროკავშირში გაერთიანებას. ამას გარდა, ცნობილია, რომ ხორვატიის ევროკავშირში შესვლის მომხრეა ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტია. არიან მოწინააღმდეგეებიც, ზაგრებში მათ დემონსტრაცია გამართეს . ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს პოლიციასთან დაპირისპირებაც კი მოუხდათ, როცა ევროკავშირის დროშის ჩამოგდება სცადეს.
ხორვატიამ ევროკავშირთან გასული წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმად 2013 წლის ივლისში ევროკავშირის 28-ე წევრი უნდა გახდეს . რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ბოლო ეტაპი იქნება შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრების მიერ.




