უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა Weekly.ua-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქაში КГБ-სთან ყველა ეპისკოპოსი იყო დაკავშირებული, „გამონაკლისის გარეშე“.
„გამონაკლისის გარეშე, საბჭოთა კავშირის დროს არავის შეეძლო ეპისკოპოსად გახდომა КГБ-ს თანხმობის გარეშე. იმის თქმა, რომ მე არ ვიყავი მათთან კავშირში არ იქნება სწორი. მეც ვიყავი კავშირში, ისევე როგორც ყველა.” - აღნიშნა პატრიარქმა ფილარეტმა , თუმცა იქვე განმარტა, რომ არ ჰქონდა არანაირი წოდება.
” საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ყველაფერს აკონტროლებდნენ. მეც უნდა შემეთანხმებინა ჩემი საქმიანობა სახელმწიფოსთან. ”- ესეც პატრიაქრის სიტყვებია. მაგრამ, მისი თქმით КГБ-ში იცოდნენ , რომ არ წავიდოდა საკუთარი ძმების დაბეზღებაზე და ამიტომ მის მიმართ ერთგვარ ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენდნენ.




