რუსეთი

ახალი მტკიცებულება ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში

 იარაღზე, რომლითაც ცნობილი რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, ქალის დნმ-ი აღმოჩნდა. სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება, რომ ქალის დნმ-ს სპეციალისტებმა იარაღის ხელმეორე ექსპერტიზის დროს მიაკვლიეს.

 ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილის  სახით 5 მამაკაცი ფიგურირებს, მათ შორს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს-პოლკოვნიკი და მილიციის ყოფილი თანამშრომელიც.

 იარაღის ხელმეორე ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს მოკლული ჟურნალისტის შვილი. მისი თქმით, პროფესიონალი მკვლელები მკვლელობის იარაღზე საკუთარ  კვალს არ ტოვებენ. ”ჩვენ გამოძიებისგან  სხვა მტკიცებულებებს ველით.”- აღნიშნა ანა პოლიტკოვსკაიას შვილმა.

 ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, მისივე სახლის სადარბაზოში მოკლეს. პოლიტკოვსკაია გამოირჩეოდა კრიტიკული პუბლიკაციებით რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის პუტინის მიმართ.  ის ამხელდა პუტინის და რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს ჩეჩნეთში.

 

კომენტარები